ცოტა ხნის წინ Apple-მა გამოუშვა iPhone 7-სა და iPhone 7 Plus-ის ახალი ფერი — წითელი! ისევ, როგორც განაახლება iPhone SE. IDC-მ წარმოგვიდგინა თავისი ახალი ანგარიში გლობალური სმარტფონების გადაზიდვაზე, 2017 წლის პირველ კვარტალზე. შედეგები გვიჩვენებს, რომ Apple-ის ახალი ფერის სმარტფონის საქმე ისევე კარგად წავიდა, როგორც ეს წინა სმარტფონებზე ხდებოდა.
Apple-მა 2017 წლის პირველ კვარტალში შეძლო 51.6 მილიონი სმარტფონის გაყიდვა. ეს შედეგი შარშანდელთან შედარებით კიდევ უფრო გაიზარდა, რაც თავისივე რეკორდს ხსნის. 2016 წლი პირველ კვარტალში 51.2 მილიონი სმარტფონი ფიქსირდებოდა. ეს ნიშნავს, რომ Apple-ის ბიზნესი სტაბილურად კარგად მიმდინარეობს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ Apple წყნარად იქნება და უყურებს, როგორ სტბილურად მიმდინარეობს გაყიდვები, აუცილებლად ახალ რეკორდებზე იზრუნებს.
ახალი iPhone 21 მარტს წარმოგვიდგინეს, გაყიდვა კი 24 მარტს დაიწყო. სამწუხარდო ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია თუ რა როლი ითამაშა კონკრეტულად წითელმა სმარტფონმა ამ კვარტალში, მაგრამ ვიცით, რომ IDC აგროვებს ამ მონაცემსაც 27 აპრილის ჩათვლით. ასეა თუ ისე, Product RED ამართლებს!